რუსთავში მანქანა დედასა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

რუსთავში მანქანა დედასა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. ქალი ორ ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფომ რუსთავის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა.

გამოცემა ინფო რუსთავის ინფორმაციით, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.