რუსი ოკუპანტების შეტევა 4 მიმართულებით ჩაიშალა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა შეტევა 4 მიმართულებით წამოიწყეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

“სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევა წამოიწყეს და შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს უსტინოვკას დასახლების მიდამოებში, მაგრამ წარუმატებლად.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეტევითი ოპერაციები განახორციელა. ის ცდილობდა თავდასხმის ზოლოტე-4-ის დასახლების მიდამოში, მაგრამ არ გამოუვიდა.

ავდეევკას მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა იურიევკას დასახლების მიდამოში, განიცადა ზარალი და უკან დაიხია. ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში თავდასხმის ოპერაციების შედეგების მიხედვით, წარმატება არ ყოფილა.

კურახოვსკის მიმართულებით, მტერმა წარუმატებლად წამოიწყო შეტევა ნოვომიხაილოვკის დასახლების მიდამოში”,– აცხადებს გენშტაბი.

მათივე ცნობით, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე აქტიური საომარი მოქმედებები არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ხარკოვის მიმართულებას, გენშტაბის განმარტებით, ოკუპანტთა ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო დაკავებული ხაზების შენარჩუნებაზე და კონტრშეტევისას დაკარგული პოზიციების აღდგენაზე. აღინიშნება მტრის მიერ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოყენება.