რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა, სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ, სლავიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.

  • “ქალაქი ისევ დაბომბეს. ტერემოკის საბავშვო ბაღი ტორსკაიას ქუჩაზე განადგურდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. თავს გაუფრთხილდით,” – თქვა ვადიმ ლიახმა.