სააკაშვილის განცხადებით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანენ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ ხელისუფლება შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანს. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ წაიკითხა.

“ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა”,- წერს სააკაშვილი და აღნიშნას, რომ შიმშილობას შეწყვეტს კლინიკაში გადაყვანისთანავე.

“როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ.” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.