“გარწმუნებთ, რომ არ მივცემთ საშულებას ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს, რომ საქართველო გადაიყვანონ არეულობის და დესტაბილიზაციის რელსებზე. როგორც დღეს არ ვაძლევთ. ძალიან ცუდი რა არის და რისი გაშუქებაც არ ხდება – სააკაშვილი საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც იცის, რომ ვთქვათ, პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც, საკრებულოს ვიღაც არჩეულ ადამიანსაც.
დღეს მოქალაქეებმა უნდა განვასხვაოთ, რომ ერთ მხარეს სააკაშვილია, თავისი ავანტიურული გეგმით, როგორც ჩამოვიდა ავანტიურული სქემით, ისე აგრძელებს საპატიმროდან ამ რადიკალური ოპოზიციური ბანაკის მართვას. ამ გეგმაში ჯდება ყველაფერი, რაც გარეთ ხდება, ის შიგნიდან აძლევს დავალებებს თავის მხარდამჭერებს, თავის ტელევიზიებს […]
რაზეა საუბარი? რა პრეტენზიები აქვს ამ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა იგივე საავადმყოფო, სადაც წელიწაში 144-ს ითვლიდნენ გარდაცვალებას. დღეს ოპერაციები ტარდება და ადამიანებს მკურნალობენ.
ხალხნო, უფრო მარტივია, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, ვიდრე მთელი სახელმწიფო გადაეწყოს სააკაშვილის ავანტიურულ გეგმაზე. რატომ უნდა გადაეწყოს ეგეც გაუგებარია. ეს არის სახელმწიფო და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საქართველო და აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში”
ამბობს ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე რუსთავი 2-ის ეთერში.