სააკაშვილი: უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის რუსეთში ასეთი არ აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას საქართველოში იმაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ნავალნის რუსეთში.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ელის თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ისე მოექცევა, როგორც რუსეთი მოექცა ნავალნის, რაზეც სააკაშვილმა ასე უპასუხა:

„დიახ. თუმცა ვფიქრობ, რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია. მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის ნამდვილად გმირად მივიჩნევ, მაგრამ მას რიგი მიზეზების გამო რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ თუ გადარჩება, დროთა განმავლობაში ექნება”.

მისივე თქმით, ნავალნისგან ძალიან უსიამოვნო რაღაცებიც ახსოვს, თუმცა ის გმირობისა და წინააღმდეგობის სიმბოლოა.