მთის კურორტების სააგენტოს განცხადებით, წარმატებით დასრულდა საბაგიროდან დამსვენებლების ჩამოყვანა. დღეს ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო საბაგირო დროებით გამოირთო.
“გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან.
სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”,– აცხადებს სააგენტო.