საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით ადამიანს სახლების დატოვება მოუწიათ. ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა.

”ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს .

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.