საგანგებოს გაგრძელების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ესწრება – კობახიძე

,,ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, არჩევნების ახალ სისტემასთან დაკავშირებული საკონტუტიციო ცვლილებების მიღება მიანც მოესწრება.

“არავითარი საფრთხე არ შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე ესწრება ცვლილებების მიღება, თუ გახდა გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება”, – ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული, საპარლამენტო არჩევნები კი ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეჭვი ეპარება, არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა მოესწროს.