სამხედროები ზელენსკის დეზერტირების შესახებ კანონის გამკაცრებას სთხოვენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, გამკაცრდეს დეზერტირების შესახებ კანონი და  რადას მიერ დამტკიცებულ შესაბამის კანონპროექტს ხელი მოაწეროს.

„იძულებული ვარ დავაყენო საკმაოდ რთული თემა – გაიზარდოს პასუხისმგებლობა სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის უნებართვო მიტოვებისთვის, დეზერტირობის, ბრძოლის ველის უნებართვო მიტოვების ან იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის, დაუმორჩილებლობისა და სამხედრო ბრძანებების შეუსრულებლობისთვის. მე მხარს ვუჭერ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებებს და მე ვთხოვ პრეზიდენტს ხელი მოაწეროს კანონს. ჩემი აზრი ნათლად ასახავს დაჯგუფებათა მეთაურების და სამხედრო ნაწილების პოზიციას, რომლებიც მოითხოვდნენ ამ საკითხების სისტემურ გადაწყვეტას“, – წერს ზალუჟნი. თავის Telegram არხზე.

პირველად, დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა  უკრაინელ სამხედროებს შორის დეზერტირების მზარდი შემთხვევების გამო შეშფოთება  ამ ზაფხულს გამოთქვეს . მაშინ მდგომარეობა ფრონტზე განსაკუთრებით დაიძაბა, ვინაიდან რუსეთის არმია აქტიურ შეტევას აწარმოებდა ქვეყნის აღმოსავლეთით.