სანიაღვრე ჭის ხუფების მოპარვის მცდელობისთვის 2 პირი დავაკავეთ – შსს

რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმ წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და1990 წელს დაბადებული ჯ.მ. სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”,- აცხადებს შსს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს