სანკტ-პეტერბურგში მობილიზებულთათვის აკორდეონებსა და ბალალაიკებს აგროვებენ

პეტერბურგის მუნიციპალიტეტის გაგარინსკოეს გვერდზე სოციალურ ქსელ VKontakte-ში მობილიზებულთათვის მუსიკალური ინსტრუმენტების შეგროვების კამპანია გამოცხადდა.

განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მუსიკალური ინსტრუმენტების შეგროვების ორგანიზატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროა. მსურველებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩააბარონ აკორდეონები, პირის გარმონი, გიტარა და ბალალაიკა.

განცხადების თანახმად, მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცემათ „მობილიზებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სპეციალურ დავალებებს ასრულებენ და არ აქვთ პროფესიული მუსიკალური განათლება,

“საბრძოლო სულისკვეთების და ერთიანობის ასამაღლებლად,  შთაგონებისთვის გმირობის ჩასადენად და მორალურ–ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის“.

შემგროვებელი პუნქტები განლაგებულია სანქტ-პეტერბურგში – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო მუზეუმში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო, საინჟინრო და სასიგნალო კორპუსის სამხედრო ისტორიულ მუზეუმში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ საზღვაო მუზეუმში.

“ყველა დაინტერესებულ და არაგულგრილ მოქალაქეს შეუძლია მიმღებ პუნქტებს უსასყიდლოდ გადასცეს საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც შემდგომში გადაიგზავნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“– ნათქვამია განცხადებაში.