სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ-ს მამა შეურაცხადად ცნო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ-ს მამა, თამაზ სომახურიძე სასამართლომ შეურაცხადად ცნო და მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა.

ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს.