გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს საქართელოზე.
“თუ დასავლურ კურსზე ამ ქვეყანაში რომელიმე მთავრობა ამბობს უარს, მისი ბუნებრივი მოკავშირე ხდება რუსეთი, მიუხედავად იმისა, რისი შეიძლება გვჯეროდეს, რისი შეიძლება არ გვჯეროდეს, ეს ხდება ბუნებრივად. ეს არის საფრთხე რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ძალიან რეალური საფრთხე. ამ საფრთხეს ემატება ის რომ დასავლეთში, ამერიკაშიც და ბრიუსელშიც, ევროკავშირშიც, დაიღალნენ უკვე ჩვენი პრობლემებით.
ეს არის რეალობა, ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს, ეს ხდება 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ეს არის გადასაწყვეტი. მესმის, რომ ეს არის ფორმალურად ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არჩევნები ბუნებრივად იქცა რეფერენდუმად, საით წავა ეს ქვეყანა”,- აცხადებს ჯაფარიძე.