“საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რომ კონსულტაციები გაიაროთ სტანდარტების საერთაშორისო დამდგენებთან – ოდირთან და ვენეციის კომისიასთან. ამ უკანასკნელმა მკაფიოდ განაცხადა ორი დღის წინ, რომ არსებული კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვითხოვთ არა პერსონალიზებულ, არამედ სისტემურ მიდგომას.

ეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.

დეტალებზე უნდა ჰკითხოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ აქ ვართ დასახმარებლად და მზად ვართ ყველანაირი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემის მოსაგვარებლად.

გასულ წელს, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა, ამავე დროს წარმოადგინეს 12 რეკომენდაცია, თუ რა მიმართულებებით უნდა მოხდეს რეფორმების დაჩქარება. ბევრი უკვე გაკეთებულია, რასაც საქართველოს მთავრობას ვულოცავ, თუმცა კიდევ არის გასაკეთებელი ბევრი რამ. მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ პროგრესს. ამავე დროს, ჩვენ ასევე გვჭირდება პოზიტიური, კონსტრუქციული ახალი ამბები საქართველოდან, რადგან საჭიროა ევროპული ინსტიტუტების შიგნით, ისევე როგორც 27 წევრ ქვეყანაში, საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, რაც ჩვენი საერთო მიზანია.

მე წესი მაქვს, რომ სხვების კომენტარებზე კომენტარებს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, კერძოდ კი რიგით მეხუთე, რომელიც შეთანხმებულ იქნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გადაჭრის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ზედმეტი გარეშე ინტერესებისა და გავლენების საკითხს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონპროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, არასწორი მიდგომაა დეოლიგარქიზაციისადმი, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება უფრო სისტემური მიდგომა, რაც გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.”

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.