საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ – ევროკომისიის პრესსპიკერი

საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ კომისიის მიერ 14 ივლისს გაგზავნილ წერილს უპასუხა. ახლა საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ. ევროკომისია ელის, რომ რეკომენდაციებში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.[…]დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. როგორც იცით მსგავს მიმოწერას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.