”საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია” – ასე ეხმაურება, ქართული ბანკების აქციების ვარდნასა და ლარის მკვეთრ გაუფასურებას, საქართველოს საბანკო ასოციაცია.
“საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საბანკო ასოციაციის სახელით დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი.
ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას” – ნათქვამია განცხადებაში.