“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი არის, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მნიშვნელოვანია, რომ გავგზავნოთ ცხადი, ერთიანი შეტყობინება – საჭიროა მეტი რეფორმები”.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როსველმა ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა.