ვაქცინაცია იწყება, 13 მარტიდან მივიღებთ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზას – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 13 მარტიდან ქვეყანაში ვაქცინაცია იწყება, რისთვისაც უწყებებს მადლობას უხდის.

“საქართველოში ვაქცინაცია იწყება. 13 მარტიდან მივიღებთ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზას, რომლითაც, პირველ ეტაპზე, მედპერსონალი აიცრება.

საქართველოს მთავრობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ვაქცინის დამატებითი დოზების მისაღებად სხვადასხვა მწარმოებლებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. მადლობა ყველა უწყებას კოორდინირებული მუშაობისთვის”,– წერს კობახიძე Facebook–ზე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინა საქართველოში დაგეგმილზე 1 კვირით ადრე შემოვა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრომ ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 ათასი დოზა შეუკვეთა.