საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 349

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ინფექციისგან ჯამში 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 639-მდე გაიზარდა. მათგან გარდაცვლილია 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.