საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პაციენტი.

131 ინფიცირებულიდან 26 გამოჯანმრთელებულია.