“საქართველოში უცხოეთის გავლენის აგენტები და ტრანსგენდერები ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდებას ცდილობენ”. – დუგინი

პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ “საქართველოში უცხოეთის გავლენის აგენტები და ტრანსგენდერები ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდებას ცდილობენ”.

”საქართველოში უცხოეთის გავლენის აგენტები და ტრანსგენდერები ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდებას ცდილობენ. ასი წლის სოროსს, ამ მიზნისთვის სპეციალურად მოკლული უკრაინელის გული, მეოცედ გადაუნერგეს. მან მორიგი ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობის მიზნით, ახალი ძალებით აამოქმედა თავისი ამალა, მათ შორის წამოზრდილი, ჭკუასუსტი გრეტა ტუნბერგი, რომ შემდეგ ჯერზე უკვე ქართველის გული გადაინერგოს. მე ვფიქრობ, რომ ლამაზი და მართლმადიდებელი ქართველი ხალხი საკუთარი სოფლებიდან დედაქალაქისკენ უნდა დაიძრას, რომ ეს სიბილწე შეაჩეროს. სალომე ზურაბიშვილი ხალხის თვალწინ სახელმწიფო ღალატს სჩადის”.- წერს დუგინი.

ალექსანდრ დუგინი 2008 წელს თბილისში რუსული ტანკებით შესვლას ითხოვდა.