იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვებს შეეძლებათ, რომ მშობლის თანხმობით საფუძველზე, Pfizer-ის ორი დოზით აიცრან.
“რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს Pfirzer-ის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვნებში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და უკვე მიიღონ ვაქცინაცია Pfizer-ის დოზით”, — განაცხადა გაბუნიამ.