“საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა, არამედ ის, რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა – ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, რადგან ნატოს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს”,

ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.