”საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები – ეს არის როგორც სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს არის, ზოგადად, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.