საქართველო რუს ოლიგარქს კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს – ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულას” ექსკლუზიური ინფორმაციით,  საქართველო რუს მილიარდერს უკრაინაში ომის ფონზე, აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს.

შალვა ბრეუსი, გენერალ ალექსანდრე ლებედთან დაახლოებული ოლიგარქია, რომელიც მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის მფლობელი ხდება.

ბრეუსს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. 9 აპრილის ჯალათთან მეგობრობასთან ერთად, ბრიუსს რუსული წყაროების მიხედვით ბიძინა ივანიშვილთანაც აქვს კავშირები.

უკრაინაში ომის პარალელურად, სახელმწიფო აუქციონში ბრიუსმა გაიმარჯვა და მასზე მორგებული, შეცვლილი აუქციონის პირობებით და 24 მილიონი ლარით ნაკლებად მიიღო ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის შენობა თბილისის ცენტრში.