საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას – ტიკარაძე

” თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას”-ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილკება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, – განაცხადა ტიკარაძემ.