ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და ამჟამად გიორგი გახარიას მრჩეველი, ნატალია საბანაძე აფასებს კარლ ჰარცელის განცხადებაზე ქართული ოცნების ლიდერების გამოხმაურებებს.
მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, ისინი აქეთ “შარს სდებენ” კარლ ჰარცელს, რომ “თურმე არადიპლომატიურად მოიქცა”.
“სინამდვილეში, დემარში ჩვეულებრივი ფორმაა პროტესტის გამოხატვის, მაშინ როდესაც სახელმწიფომ აშკარად დაარღვია ვენის კონვენცია. ეს კონვენცია ითვალისწინებს დიპლომატიური კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და დაცვას. სახელმწიფო ვალდებულია, რომ დიპლომატიური კომუნიკაცია თავისუფალი იყოს მიყურადებისგან”,– თქვა საბანაძემ ფორმულას ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო კარგავს იმ პარტნიორებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უახლოვდებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-დან გავრცელებულ ფაილებზე ამბობს, რომ ბუნებრივად არ მიაჩნია, როდესაც პარტნიორი ქვეყანა მათი წინააღმდეგ მსგავსი ტიპის საქმიანობაშია ჩართული. ირაკლი კობახიძე მის განცხადებას “დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილს” უწოდებს.