“დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილია” – კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, “დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილს უწოდებს. კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირს არ ეგონა, რომ საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყანა, მოსმენების კუთხით, ასეთ ნაბიჯებს გადადგამდა.

”რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ მემგონი აცდენილი იყო, მითუმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს განცხადება” – ამბობს კობახიძე.