საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის საფასური 150 ლარამდე გაიზარდა

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის და ფასი 60-დან 150 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა.

თბილისის მერიის ცნობით, ცვლილება ძალაში 31 მარტიდან შედის.