სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა

სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს. ვაქცინა გერმანიის მთავრობის საჩუქარია საქართველოსთვის.Johnson & Johnson-ის ვაქცინა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელ კეთდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 ვაქცინაა ხელწმისაწვდომი:ფაიზერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი” და “ასტრაზენეკა“.