“ახლა, მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე, აი, ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? – არ შეიძლება.

მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია! რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი”

ასე პასუხობს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. კობახიძემ გუშინ თქვა, რომ გუნდში გახარიას მეტსახელი “ბოლი” იყო.