სოლიდარობას ვუცხადებთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,– წერს ზალკალიანი ტვიტერზე.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები  უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.