კრემლი უკრაინის ოკუპაციასა და პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს – დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოააშკარავეს გეგმა, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ისინი ქვეყანაში შეჭრასა და ოკუპაციას განიხილავენ.

უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის:

  • სერგეი არბუზოვთან, რომელიც 2012-2014 წლებში უკრაინის ვიცე-პრემიერი იყო და 2014 წელს პრემიერმინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
  • ანდრეი კლუევთან, უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2012 წლებში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის შტაბის უფროსი.
  • ვლადიმირ სივკოვიჩთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) თავმჯდომარის ყოფილი მოადგილესთან
  • მიკოლა აზაროვი, უკრაინის პრემიერმინისტრი 2010-2014 წლებში.

“ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუს დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად არიან ჩართული უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში”,– აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, “შეწყვიტოს პროვოკაციებში მონაწილეობა და სისულელეების გავრცელება”.