სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ბავშვს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლიატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.