სოფო კილაძისთვის გასაკვირი არ არის, რომ ფეისბუქპოსტების გამო ადამიანებს სუს–ში იბარებენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძისთვის გასაკვირი არ არის და პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ფეისბუქპოსტებისა და ინტერვიუების გამო ადამიანებს სუს-ში იბარებენ.

კილაძის თქმით, ის უფრო გაუკვირდებოდა, სუს-ს ისინი რომ არ გამოეკითხა.

“როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ამას ბუნებრივია, უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან აქ იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. მე გამიკვირდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არ მიექცია ამისთვის ყურადღება”, – განაცხადა კილაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს გამოკითხვები არა ვინმეს დისკრედიტაციას, არამედ ინფორმაციის მიღებას ემსახურება.