სუბარი სააკაშვილზე: “გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზე

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა აქვს”.

სუბარის შეფასებით, სიტყვა “გიჟური” სააკაშვილის “ფსიქიკურ განწყობაზე კარგად მეტყველებს”.

“სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ,”- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას საქართველოში იმაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ნავალნის რუსეთში.