სუდანში ამერიკულ დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აადასტურებს, რომ სუდანში ამერიკულ დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს.

“გუშინ ამერიკულ დიპლომატიურ კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ყველა უსაფრთხოდაა”. – თქვა ბლინკენმა, რომელიც ახლა იაპონიაში ვიზიტით იმყოფება.

ბლინკენმა თავდასხმას უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი უწოდა და აღნიშნა, რომ შემთხვევას იძიებენ.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.