სქურის ტყეში კვლავ ხანძარია – მეხანძრე-მაშველებმა 1 კერის ჩაქრობა შეძლეს

წალენჯიხაში, სოფელი სქურის ფოთლოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება. ხანძარი გუშინ, ორ იანვარს ორ ადგილზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ორი კერიდან დარჩენილია ერთი, რომლის ჩაქრობასაც 15 მეხანძრე ცდილობს. მათივე განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გუშინ რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მეხანძრე–მაშველებს გადაადგილება ფეხით უწევდათ.