ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
“ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა[მიხეილ სააკაშვილმა] უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. ექიმების რეკომენდაცია ხშირად არაერთგვაროვანია. არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გდაწყვეტილებას, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი”, – განაცხადა ტიკარაძემ.