ხელისუფლებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი იერარქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით,ხუთი წლის ვადით  სანქციები დაუწესდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს. სიაში ოთხი მიტროპოლიტია: ზაპორიჟია და მელიტოპოლი – ლუკა (ანდრიი კოვალენკო), ლუგანსკი და ალჩევსკი – პანტელეიმონი (ვასილი პოვოროზნიუკი), ბორისპილი და ბროვარსკი –ანტონი (ივან პაკანიჩი), ჩერნოვეცკი და ბუკოვინა– მელეთი (ვალენტინ ეგორენკო). ხერსონის წმიდა მიძინების ტაძრის წინამძღვარი ალექსანდრე ფედოროვი და მელიტოპოლის წმინდა სავინსკის მონასტრის რექტორი ალექსანდრე პროკოპენკო.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აგრესორ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ერთი ძაფიცი, რომელითაც მას უკრაინულ საზოგადოებაზე ზემოქმედება შეეძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

დეკემბრის დასაწყისში ზელენსკიმ გამოაცხადა უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობა“ და პირობა დადო, რომ აკრძალავს მოსკოვთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის შეწყვეტა გამოაცხადა, მაგრამ მისი გავლენა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე კვლავ რჩება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია(მოსკოვის საპატრიარქო) არის სიდიდით მეორე მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში მილიონობით მრევლით და ათიათასობით სალოცავი ადგილით.