უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა

უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა – ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას, უყვება,  დემეტრე დარჩია კიევში ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად.

მამულაშვილის თქმით, დემეტრე დარჩია “ქართულ ლეგიონს” რამდენიმე თვის წინ  შეუერთდა და რადგან  საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა გადიოდა სწავლებას ბაზაზე, სადაც არ ინახება ასაფეთქებელი მოწყობილობები.

“საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება დეტალები. დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.