უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ გაიმართება

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები 7 მარტს, ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრი, დავით არახამია წერს.

“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება”,– წერს არახამია Facebook-ზე.

ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების ადგილი და დრო. ამ დრომდე მხარეების საუბარს არსებითი შედეგი არ მოუტანია.