უკრაინა Leopard-ის ტანკებისგან ორ ბატალიონს შექმნის – რეზნიკოვი

უკრაინა Leopard-ის ტანკებისგან ორ ბატალიონს შექმნის –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა 20 თებერვალს განაცხადა, რომელსა  УНИАН ციტირებს.

“დარწმუნებული ვარ, Leopard 2-ის ტანკების მინიმუმ ორი ბატალიონი შეიქმნება. ჩვენ ასევე გვექნება ექვსი ან შვიდი Leopard 1-ის ბატალიონი. ეს იქნება კოალიცია. სხვადასხვა ქვეყანა უზრუნველყოფს ამ Leopard 1-ის ტანკებს.” – თქვა რეზნიკოვმა. “და ასევე იქნება Challenger 2-ის და Abrams-ის ტანკები და AMX-10-ის მსუბუქი ტანკები საფრანგეთიდან.”