უკრაინიდან მოპარული მარცვლეული უკვე ხმელთაშუა ზღვაშია – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული უკვე ხმელთაშუა ზღვაშია.

მათი ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ყირიმში.

დაზვერვის მონაცემებით, პოლოგიში, ზაპოროჟიას რეგიონში, მარცვლეული და მზესუმზირის თესლი მზადდება რუსეთში ტრანსპორტირებისთვის.

“მარცვლეულით დატვირთულმა რუსულმა KAMAZ-ებისა და DAF-ების კოლონამ ენერგოდარიდან სამხედროების მფარველობით დატოვა კამიანკა, დნიპროვსკას მიმართულებით. საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებული ყირიმია.

ხარკოვის ოლქის სოფელ ვოლოხივ იარში თანამშრომლები ეხმარებიან ოკუპანტებს მარცვლეულის ამოღებაში. რუსეთის საზღვარზე მარცვლეულით დატვირთული სატვირთო მანქანები იგზავნება. 1500 ტონა მარცვლეული ხერსონის ოლქის მალაია ლეპეტიხადან ოკუპირებულ ყირიმში იქნა ექსპორტირებული”,– აცხადებს უწყება.

მათივე ინფორმაციით, მარცვლეულის გარდა, ოკუპანტები ყირიმში ახორციელებენ მოპარული ბოსტნეულის – ჭარხლის, კარტოფილისა და კომბოსტოს ექსპორტსაც.

“ცნობილია, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ სატვირთო გემებზეა. სავარაუდო დანიშნულება სირიაა. იქიდან მარცვლეულის კონტრაბანდული გადატანა შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”,– იტყობინება სადაზვერვო სამსახური.

ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ იცის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს ახორციელებენ მოპარული მარცვლეულის შესაძენად. მისი თქმით, თუ ეს ქვეყნები მარცვლეულს იყიდიან, უკრაინა მათ დაასახელებს.