ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რუსეთისგან იყიდოს ჩვენგან მოპარული მარცვლეული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსები ბლოკავენ უკრაინის პორტებს, იპარავენ უკრაინულ ხორბალს და მის გაყიდვას ცდილობენ.

მისივე ინფორმაციით, კონკრეტული ქვეყნები რუსეთისგან უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობენ.

“დიდი პრობლემა გვაქვს. რუსეთმა ყველა სავაჭრო გზა გადაკეტა და ხორბლის ექსპორტს ვერ ვახერხებთ. მათ დაიკავეს ჩვენი პორტები და გააქვთ ჩვენი საქონელი. არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. არ მინდა დავასახელო კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან დებენ შეთანხმებებს, რომ რუსეთიდან იყიდონ მარცვლეული, რომელიც უკრაინიდან მოიპარეს”,– განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ქვეყნები ცდილობენ მარცვლეულის ყიდვას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ იცის მათი სახელები და თუ ამას გააკეთებენ, უკრაინა მათ დაასახელებს.