უკრაინელებმა, ყირიმში ყირიმში სამხედრო აეროდრომებზე დრონებით იერიში მიიტანეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო საფრენი აპარატებით  ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომები — „საკი” და „გვარდეისკოე” დაბომბა. ამის შესახებ სბუ-მ განაცხადა ტელეგრამის არხზე.

აეროდრომ „საკიზე” დაზიანდა შვიდი ანგარი, სადაც საავიაციო ტექნიკა — გამანადგურებლები და ფრონტის ხაზის საბომბდამშენები Су-30СМ, Су-30 და Су-24 — ინახებოდა. წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე შვიდი საფრენი აპარატი განადგურდა ან დაზიანდა.

უკრაინელების მხირდან,  უკვე მეორე დარტყმაა  აეროდრომ „საკიზე” მიმდინარე კვირის განმავლობაში.

გარდა ამისა, სამხედრო აეროდრომ „გვარდეისკოეზე” დაზიანდა ორი ანგარი, სადაც „შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და საავიაციო აღჭურვილობა ინახებოდა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აეროდრომები „საკი” და „გვარდეისკოე” ყირიმში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ჯარების ერთ-ერთი ძირითადი საავიაციო ბაზაა, საიდანაც რეგულარულად ფრენენ ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტული და საბომბდამშენო დარტყმების მისაყენებლად და სამხრეთის მიმართულებით რუსული დაჯგუფების მოქმედებების უზრუნველსაყოფად.