დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს – GR

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღეიდან რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ და მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

“გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.