აშშ პოლონეთს რუსეთის შესაძლო შეიარაღებულ პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს

spot_imgspot_img

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთს გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყოს — მიზანი, ამერიკელი წარმომადგენლების შეფასებით, NATO-ს რეაგირების უნარის შემოწმებაა.

ამის შესახებ იტყობინება The Telegraph, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულ წყაროებზე და პოლონურ გამოცემა Onet-ზე დაყრდნობით.

წყაროების ინფორმაციით, ვაშინგტონმა ვარშავა ამ გეგმის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. სავარაუდო თავდასხმის ობიექტი შესაძლოა ქვეყნის ინფრასტრუქტურა გახდეს — იერიშები დრონებით ან რაკეტებით შესაძლოა განხორციელდეს.

Onet-ის უსაფრთხოების სფეროს წყაროების თანახმად, პროვოკაცია რამდენიმე ფორმით შეიძლება განხორციელდეს:

დრონებით იერიში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროსადგურებზე;
საჰაერო თავდასხმის იმიტაცია, რომელიც პოლონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურებას აიძულებდა; უკიდურეს შემთხვევაში — რუსი ან ბელარუსი სამხედროების მონაწილეობით მცირე სახმელეთო შეჭრა სასაზღვრო რეგიონში.

წყაროების თანახმად, ასეთი ინციდენტის შემთხვევაში მოსკოვს შესაძლოა საზღვრის კვეთა GPS-ის გაუმართაობით ან დაზიანებული ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციად წარმოეჩინა.

ინფორმაციას ადასტურებს რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო: პრეზიდენტ ნავროცკისთან დაახლოებული პირი, ერთ-ერთი NATO-ს წევრი ქვეყნის ელჩი, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების სფეროს წყარო, რომელმაც The Telegraph-ს დაუდასტურა, რომ ანალოგიური გეგმები მოსკოვში განიხილება.

ამასთან, რუსეთმა შესაძლოა სცადოს, მომხდარ პროვოკაციაში მოგვიანებით უკრაინა დაადანაშაულოს.

პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, აშშ რეგულარულად აწვდის პოლონეთს განახლებულ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლო ტრადიციული თავდასხმის გეგმების შესახებ.

წყაროების შეფასებით, პროვოკაციის მიზანი დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისკენ ბიძგებაა. The Telegraph-ის ინფორმაციით, ეს გეგმა უახლოეს თვეებში შეიძლება განხორციელდეს, თუმცა მოსკოვს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შესაძლო სახმელეთო შეჭრის შემთხვევაში, წყაროების თანახმად, ეს მოხდება ან კალინინგრადის ოლქიდან — რუსეთის ექსკლავი პოლონეთის ჩრდილოეთით, სადაც ბირთვული იარაღია განთავსებული — ან ბელარუსის ტერიტორიიდან

 

spot_imgspot_img

პოპულარული

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს,...

ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს – ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში...
spot_img

ყველა ამბავი

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. განცხადება ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტნისა და ადიღეს რესპუბლიკებში, 24 აგვისტოს გამთენიისას უპილოტო საფრენი...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...