უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გადადგა.

შაპოვალოვმა თანამდებობა დატოვა ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის საკვებს საცალო ფასებზე რამდენჯერმე მაღალ ფასებში ყიდულობს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია”, მაგრამ შაპოვალოვი მაინც ტოვებს თანამდებობას,”რათა არ შეუქმნას საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მხარდაჭერას”.

შაბათს  უკრაინულმა გამოცემმა Zn.ua-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციას გაბერილ ფასებში ყიდულობს. გამოცემაში ნათქვამია, რომ ფასები, რომლითაც სამხედროებისთვის პროდუქციის შესყიდვა ხდებოდა, ზოგჯერ ორ-სამჯერ აღემატებოდა საცალო ფასებს.

თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.